მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
„ჩემი ხელნაკეთი წიგნი — ქართული ენის საგანძური"
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლაში განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი — „ჩემი ხელნაკეთი წიგნი — ქართული ენის საგანძური", რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ენისა და დამწერლობის მიმართ პატივისცემის გაღრმავებას და მოსწავლეთა შემოქმედებითი, კვლევითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
პროექტში VIII კლასის 24 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთნენ პროექტის ინიციატორები — ალექსანდრე შაინიძე, საბა შაინიძე და ლიზი ტაკიძე. ორი კვირის განმავლობაში (1–14 აპრილი) მოსწავლეები მუშაობდნენ სხვადასხვა თემატიკაზე, ქმნიდნენ ხელნაკეთ და ციფრულ წიგნებს, იკვლევდნენ ქართული ანბანის ისტორიას, აგროვებდნენ ენობრივ მასალებს და ამუშავებდნენ მათ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განივითარეს ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების, ტექსტის რედაქტირების, კალიგრაფიის, დიზაინისა და ტექნოლოგიური უნარები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წიგნის როგორც კულტურული ღირებულების გააზრებას — მისი კონსტრუქციის, ვიზუალური გადაწყვეტისა და შინაარსობრივი სიღრმის ერთიანობაში.
პროექტის დასკვნით ეტაპზე, 14 აპრილს, გაიმართა ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-პრეზენტაცია — მცირე „წიგნის ფესტივალი", სადაც მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები, გააზრებულად ისაუბრეს წიგნების კონცეფციასა და მნიშვნელობაზე, გააცნობიერეს, რომ ენა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის — ის არის იდენტობა, მეხსიერება და მომავლის შექმნის საფუძველი.
https://read.bookcreator.com/uksFUqu.../FjkrBZZyRGKC-aSJ_78Ymw

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola