მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
მიმდინარე სასწავლო წლის 14 თებერვალს სსიპ ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლაში ვიზიტი განახორციელა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PRIED) ტრენერმა ნარგიზ ბერიძემ. იგი ქოუჩთან, ხათუნა ხალვაშთან, ერთად დაესწრო საინტერესო, მრავალფეროვან, G-PRIED-ის შემოთავაზებული მეთოდებითა და რესურსების გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებს:
|
მასწავლებელი |
კლასი |
გაკვეთილის თემა |
|
მაყვალა მანწკავა |
II |
„კოდალების თავსამკაული“ |
|
რუსუდან კოპლატაძე |
IV |
„ბალერინა“ |
|
ვარდო ხოზრევანიძე |
VI1 |
ვაჟა-ფშაველა - „შვლის ნუკრის ნაამბობი“ |
|
მანან ნაცვლიშვილი |
VI2 |
ვაჟა-ფშაველა - „მთანი მაღალნი“ |
მაღალი პროფესიონალიზმითა და დანერგილი სიახლეების წარმოჩენით ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს მასწავლებლები. სტუმარი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
დღის ბოლოს გაიმართა მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა: „მონაცემთა ანალიზი - ლექსიკური მარაგის განმსაზღვრელი სკრინინგტესტი V კლასში“. გაანალიზდა შედეგები, დაისახა სტრატეგიები სამომავლოდ განსახორციელებლად.
პროექტში ჩართულმა სკოლის მასწავლებელთა ჯგუფმა G-PRIED-ის მესვეურთა მადლობა დაიმსახურა.
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola