მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში გასულ სასწავლო წელს წარმატებით დაიწყო საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-PRIED-ის პროგრამის დანერგვა I-VI კლასებში ქართულ ენასა და მათემატიკაში. ქოუჩ მადონა ავალიანის ხელმძღვანელობით მათემატიკის მასწავლებლებმა არა ერთი ინოვაციური მეთოდი დანერგეს მათემატიკის სწავლებაში და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. 2017 წლის 11 აპრილს მასწავლებლებმა: მადონა ავალიანმა, რუსუდან კოპლატაძემ, მადლენა გაბაიძემ და ლია სოფრომაძემ ჩაატარეს მათემატიკის გაკვეთილები კონსტრუქტივისტული სამფაზიანი მოდელის მიხედვით. გაკვეთილებს ესწრებოდა ბატონი ზურაბ ვახანია, რომელმაც განახორციელა უკუკავშირი. ამავე დღეს ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა თემაზე: ,,სამოდელო გაკვეთილი“. შეხვედრას უძღვებოდდა ქოუჩი მადონა ავალიანი. ბატონ ზურაბ ვახანიას დახმარებით საკითხი სიღრმისეულად იქნა გაშუქებული. შეხვედრა შეაჯამა ბატონმა ზურაბ ვახანიამ. მან აღნიშნა, რომ ამ სკოლაში G-PRIED-ის მეთოდები წარმატებით ინერგება.
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola