მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
,,რამ დაღუპა განდეგილი?"
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის XI კლასში მოეწყო პრეზენტაცია ინდივიდუალური ხედვის გათვალისწინებით ,,რამ დაღუპა განდეგილი?", ილია ჭავჭავაძის პოემიდან ,,განდეგილი". მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს, თუ როგორია დღე და ღამ ლოცვით დაღლილი განდეგილის ყოველდღიურობა, რა მოლოდის აღძრავს შავი ღრუბლისა და ავი სულის არსებობა, ყმაწვილი ქალის მოულოდნელი სტუმრობა, კითხვების კორიანტელი და მისი ზეგავლენა განდეგილზე. განსაზღვრეს თუ რა სიტყვებით გამოიხატა უნებლიე შეცდომა მწირისა, როგორ დაირღვა სულიერი წონასწორობა და არჩეული გზიდან გადახვევა. მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცხოვრებისაგან განდგომა ვერ დაიცავს სულის სიწმინდეს, აუცილებელია ცხოვრების ფერხულში ჩაბმა და სიკეთის თესვა.
მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა ნაშრომებმა მოლოდინს გადააჭარბა.

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola