მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge



14–17 აპრილს სალიბაურის მე-2 საჯარო სკოლამ ოთხდღიანი შემოქმედებითი პულსით იცხოვრა — ქართული ენის კვირეული- „ენა ცოცხლდება — ისტორია და ემოცია", სიტყვას ახალ სიცოცხლეს ანიჭებდა. აქ ენა აღარ იყო მხოლოდ საგანი — ის იქცა სცენად, ფერად, ხმასა და ბრძოლად.
პირველმა დღემ ასოები გააცოცხლა: პერფორმანსებმა, სახელოსნოებმა და დებატებმა აჩვენა, რომ ენა ერთდროულად არის მეხსიერებაც და არჩევანიც. 1978 წლის 14 აპრილის გახსენებამ კი მკაფიოდ დაგვანახა — ენა თავისუფლების ფასად დაცული ღირებულებაა.
მეორე დღე კვლევისა და ტექნოლოგიის სივრცედ იქცა: მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, გააანალიზეს და შექმნეს — ხელნაკეთი წიგნებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე. კონფერენციაზე ქართული ენა განიხილეს როგორც წარსულის მემკვიდრეობა და მომავლის გამოწვევა.
მესამე დღეს ენა ხელოვნებად გადაიქცა — ასოები დაიხატა, სიტყვა გაჟღერდა, კალამმა კი სამყარო შექმნა.
ფინალმა ყველაფერი გააერთიანა: „ცოცხალმა" კედლებმა, სიტყვების ხემ, ციფრულმა კუთხემ, ლიტერატურულ-მუსიკალურმა კომპოზიციამ, ძალიან ემოციურმა სცენამ ერთხმად თქვა — ქართული ენა ცოცხალია, როცა მას ვქმნით, ვუფრთხილდებით და ვაზიარებთ.
https://canva.link/wshgunzkgq0cvgm
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola